ქუთაისში ასათიანის ქუჩაზე სანიაღვრე არხისა და საფეხმავლო ბილიკების მოწყობა დაიწყო.
მერიის ინფორმაციით, სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია “ჯორჯიან სთოუნი” ახორციელებს, რომლის ღირებულება 1 მილიონ ლარზე მეტია.
“ასათიანის ქუჩა ერთ-ერთი პრობლემური მონაკვეთია ქალაქში. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე, კაპიტალურად მოვაწესრიგოთ სანიაღვრე ქსელი და საფეხმავლო ბილიკები, რათა ადგილობრივ მოსახლეობას ერთხელ და სამუდამოდ მოუგვარდეს ქუჩაზე გადაადგილების პრობლემა“ ,- განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.