საახალწლო განათებების მონტაჟის გამო დღეს 00:00 საათიდან 07:00 საათამდე რუსთაველის გამზირი, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე გადაიკეტება. მერიის ინფორმაციით, დედაქალაქს საახალწლოდ 2 093 789 ლარის ახალი ილუმინაციები ექნება.
„თბილსერვის ჯგუფის“ განცხადებადედაქალაქში ახალი საახალწლო განათებების მონტაჟი იწყება. აღნიშნული სამუშაოებიდან…
Posted by თბილსერვის ჯგუფი / Tbilservice Group on ორშაბათი, 10 დეკემბერი, 2018
“შეიძლება ბევრს არ ესიამოვნოს, მაგრამ თბილისი საახალწლოდ აუცილებლად იქნება ძალიან ლამაზი, რითაც ბევრი ადამიანი ისიამოვნებს”, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ. ამასთან, კალაძე სავაჭრო ობიექტების მფლობელებს მოუწოდებს, საახალწლოდ ფასადზე თითო სათამაშო ჩამოკიდონ. მისი განხადებით, საახალწლოდ დედაქალაქში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება.
ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, თბილისში ნაძვის ხე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის ნაცვლად, სხვა ადგილზე დადგან.