გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია თელავის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტის ხელახალი ტენდერს წლის ბოლომდე გამოაცხადებს. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
კომპანიის დირექტორის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ექვსი ახალი ჭაბურღილის, 6 ახალი რეზერვუარის მშენებლობა და არსებულების რეაბილიტაცია. ეკატერინე გალდავას თქმით, თელავის წყალმომარაგების სიტემის რეაბილიტაცია ასევე მაგისტრალური მილსადენისა და გამანაწილებელი ქსელის მოწყობასაც ითვალისწინებს.
“სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შედეგად, თელავის მოსახლეობა 24-საათიან, ხარისხიან წყალმომარაგებაზე გადავა. თელავის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაციაზე საერთაშორისო ტენდერი წლის ბოლომდე ხელახლა გამოცხადდება და კომპანიებს წინადადებების წარსადგენად 42 კალენდარული დღე ექნებათ”,- განაცხადა ეკატერინე გალდავამ.
კომპანიამ აზიის განვითარების ბანკის პროცედურების შესაბამისად, მიმდინარე წლის ოქტომბერში თელავის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის საერთაშორისო ტენდერი, შეუსაბამობების გამო ჩაშლილად გამოაცხადა. კერძოდ, სატენდერო დოკუმენტაციით წარმოდგენილი რიგი ტექნიკური მახასიათებლები და კომპანიის გამოცდილება არ შეესაბამებოდა ტენდერის მოთხოვნებს.
აღნიშნულ პროექტს აზიის განვითარების ბანკი (ADB) დააფინანსებს.