ნაძალადევის რაიონში 8 დასასვენებელი პავილიონი მოეწყო.
გამგეობის ინფორმაციით, ხის ფანჩატურები შემდეგ მისამართებზე განთავსდა: მეტროსადგურ “ღრმაღელეს“ მიმდებარედ არსებულ სკვერში, სანზონის N16 კორპუსის მიმდებრედ, ხორნაბუჯის ქ. N47-თან, ჭყონდიდელის ქ. N20ა-თან, ზღვის უბნის მე-11 მიკრორაიონის პირველი კვარტალი N16 კორპუსთან, ზღვის უბნის მე-3 მიკრორაიონის მე-4 კვარტალი N54 კორპუსთან, ზღვის უბნის მე-2ა მიკრორაიონის N225 კორპუსის მიმდებარედ და გარეჯის ქუჩაზე არსებულ სკვერში.
აღნიშნული სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 33 287 ლარი გამოიყო.