თბილისში 2 ქუჩას ოთარ რამიშვილისა და მარიკა ლორთქიფანიძის სახელი მიენიჭება

684

თბილისში საბურთალოს რაიონში მდებარე ადამ მიცკევიჩის ქუჩის შესახვევს, რომელიც დამოუკიდებელ ქუჩად ჩამოყალიბდა და საირმის ქუჩასთან არსებული უსახელო სკვერს კომპოზიტორისა და მომღერლის ოთარ რამიშვილის სახელი მიენიჭება. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.

თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიამ ეს გადაწყვეტილება 12 სექტემბერს საკრებულოს სხდომაზე მიიღო. განკარგულების თანახმად, თბილისის მერიამ ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება ოთხ თვეში უნდა უზრუნველყოს.

განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ერთ თვეში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში.

გარდა ამისა, საკრებულოს გადაწყვეტილებით, საბურთალოს რაიონში, კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას მიენიჭება ისტორიკოსის, აკადემიკოს მარიამ ლორთქიფანიძის სახელი.