წლის ბოლოდან მესტიას წყლის გამწმენდი ნაგებობა ექნება

951

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, ტურისტულ ზონებში წყალმომარაგების სისტემის მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

სამინისტროს ინფორმაციით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ობიექტი მესტიაში მცხოვრებ 3 000-მდე ადამიანსა და იქ ჩასულ ტურისტებს უწყვეტი, ხარისხიანი წყალმომარაგებით უზრუნველყოფს.

ამასთან, პროექტის ფარგლებში აშენდა რეზერვუარები და წყლის მაგისტრალური მილსადენი. ამ დროისთვის, სამუშაოების 90% შესრულებულია.

სამინისტროს ცნობით, საკურორტო ზონაში წყლის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ხელს შეუწყობს ქვეყნის ტურისტული პოტენციალის გაზრდას და ადგილობრივი ბიზნესის განვითარებას.

სამუშაოები აზიის განვითარების ბაკმა 21 956 496 ლარით დააფინანსა. პროექტის ფარგლებში 100-მდე ადგილობრივი მოსახლე დასაქმდა. სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის ბოლოს იგეგმება.