თბილისში ბოლო წლების განმავლობაში მიუსაფარი ძაღლების რაოდენობა გაიზარდა. ამის შესახებ თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის უფროსმა ვახტანგ ლომჯარიამ განაცხადა. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
ლომჯარიას განცხადებით, მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის და უპატრონო ძაღლების პოპულაციის ზრდის შეჩერებისთვის, აუცილებელია მიუსაფარი ძაღლების კასტრაცია-სტერილიზაცია არა მარტო თბილისში, არამედ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
ლომჯარიას თქმით, დედაქალაქის ტერიტორიაზე მიუსაფარი ძაღლები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან და მეზობელი ქვეყნებიდანაც შემოდიან.
მისი თქმით, 2015 წლის სტატისტიკური მონაცემებით, თბილისში 43 ათასზე მეტი მიუსაფარი ძაღლი იყო აღრიცხული, თუმცა მას შემდეგ ზუსტი მონაცემები არ შეჯერებულა და სავარაუდოდ, ძაღლების რაოდენობაც გაზრდილია.