ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, ბიუროს სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება მხარი დაუჭიროს ქ. ოზურგეთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გაერთიანებას.
ახალი მუნიციპალიტეტის შექმნის შესახებ წინადადებს ბიუროს სხდომაზე განიხილავენ, რომელიც ამ წუთებში ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.
დეპუტატების ნაწილი მიიჩნევს, რომ რეფორმა თავის დროს ნაჩქარევად იქნა გატარებული, თუმცა ახალი გაერთიანებისთვის მხარის დაჭერას საჭიროდ მიიჩნევენ.
მათ მოსაზრებას არ ეთანხმებიან დარბაზში მყოფი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.
მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი კვერღელიძე აცხადებს, რომ ხვალ საკრებულოს სხდომაზე მხარს დაუჭერს გადაწყვეტილება, რომლის განხილვაც ბიუროს სხდომაზე მიმდინარეობს:
“არავის არ ამბობს, რომ ახალი მუნიციპალიტეტის შექმნა შეცდომა იყო, მაგრამ რეფორმა იყო ნაჩქარევი. მიუხედავად ამისა, მხარი უნდა დავუჭიროთ ახალი მუნიციპალიტეტის შექმნას”.
წყარო: გურიის მოამბე