დიდუბის რაიონში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების ახალი წესის ფარგლებში, სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მოთხოვნით, ამ ეტაპზე, სამუშაოები შვიდ მისამართზე მიმდინარეობს.
დიდუბის გამგეობის ცნობით, გორის ქუჩის N12-სა და ბათუმის ქუჩის N5-ში მოძველებული მიწისქვეშა კომუნიკაციები ახლით იცვლება, წერეთლის გამზირის N65-სა და დიღმის მასივის მესამე კვარტლის პირველ ბ კორპუსთან კი, წყალსაწრეტი მილები მონტაჟდება. შენობის დაზიანებული სახურავების შეკეთების სამუშაოები წერეთლის გამზირის N12-სა და დიღმის მასივის მესამე კვარტლის მე-4 კორპუსთან მიმდინარეობს, რომელიც უახლოეს პერიოდში დასრულდება.
სამუშაოები ასევე, მიმდინარეობს დიღმის მასივის მესამე კვარტლის N33 კორპუსთან, სადაც ქანობიან სახურავთან ერთად, წყალსაწრეტი მილებიც იცვლება. ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანიები ახორციელებენ.
სამუშაოების საერთო ღირებულება 83 500 ლარია.