კოჯორში, ოდიშელიძის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დასრულდა

1167

კოჯორში, ოდიშელიძის I შესახვევში, გზის კაპიტალური მშენებლობა დასრულდა. პროექტის ფარგლებში, მოეწყო 270 გრძივი მეტრი ბორდიური და 840 კვ.მ-ზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო.

მთაწმინდის გამგეობის ცნობით, ამ მისამართზე საგზაო სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 69 000 ლარი დაიხარჯა.