ნაძალადევის რაიონში, ღოღობერიძის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დაიწყო. თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, ამ ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად 400 000 ლარზე მეტი დაიხარჯება.
ნაძალადევის რაიონის გამგებლის განცხადებით, ღოღობერიძის ქუჩის რეაბილიტაციის შემდეგ, რაიონის ცენტრალურ ქუჩებზე სატრანსპორტო მოძრაობა განიტვირთება. მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე გზის სავალ ნაწილზე ძველი საფარის მოხსნა მიმდინარეობს.
„ეს ნაძალადევის რაიონის მოსახლეობისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტია, რომლის ფაგრლებში, საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება, ბორდიური გამოიცვლება, ტროტუარი მოეწყობა. დაახლოებით 5 500 კვადრატულ მეტრ ფართობზე ორი ფენა ასფალტის საფარი დაიგება. ზოგადად, რაიონის მასშტაბით გვაქვს პრობლემური მისამართები, რასაც ეტაპობრივად მივყვებით და გზებს რეაბილიტაციას პრიორიტეტების მიხედვით ვუტარებთ. მსგავსი ტიპის საგზაო სამუშაოები მომავალშიც გაგრძელდება“, – აღნიშნა ირაკლი ხელაძემ.