“დიდგორობის” უქმე დღედ გამოცხადების საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტს მეორედ წარედგინება

798

12 აგვისტოს – დიდგორობის უქმე დღედ გამოცხადების საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტს კიდევ ერთხელ, ამჯერად ფრაქცია “საქართველოს პატრიოტების“ წევრის, ემზარ კვიციანის სახელით წარედგინება.  ინფორმაცია სინტერპრესნიუსი ავრცელებს.

პარლამენტში ინიცირებისა და განხილვისთვის მზად არის “შრომის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები, რომლის მიხედვით, უქმე დღეების ჩამონათვალს 12 აგვისტო – დიდგორობა ემატება.

ანალოგიური საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტს ერთი წლის წინ უმრავლესობის დეპუტატთა ჯგუფმაც წარუდგინა, თუმცა განხილვა დღემდე გაჩერებულია. არსებული ინფორმაციით, ამის მიზეზი თურქეთის საელჩოს თხოვნა გახდა.

ემზარ კვიციანის საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება.

შეგახსენებთ, რომ დიდგორობა სახალხო დღესასწაულია, რომელიც 1121 წელს მომხდარ “დიდგორის ბრძოლაში” ქართველთა გამარჯვების აღსანიშნავად, 12 აგვისტოს ტარდება.