თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ დედაქალაქის ბიუჯეტი ქალაქში რადიკალური ცვლილებების განხორცილებისთვის საკმარისი არ არის. ამის შესახებ კალაძემ ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებების კომენტირებისას თქვა. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.
კალაძემ დასძინა, რომ ფინანსთა სამინისტროდან დამატებით გამოყოფილი 30 მილიონი ლარი ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დაიხარჯება.
„30 მილიონი დამატებით იქნა გამოყოფილი ფინანსთა სამინისტროს მხრიდან. ეს თანხები მოხმარდება კონკრეტულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ქალაქში, რომლის განხორციელებას უახლოეს მომავლში ვიწყებთ. ზოგადად ბიუჯეტი, რომელიც დედაქალაქს გააჩნია, მიმაჩნია, რომ არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ქალაქში რადიკალური ცვლილებები განვახორციელოთ. წინა წლებთან შედარებით წელს იყო განსხვავებული და მაღალი ბიუჯეტი, თუმცა ვიმედოვნებ, რომ მომდევნო წლების განმავლობაში იგი უფრო მეტი იქნება და შესაძებლობება გვექნება, ქალაქისთვის საკეთილდღეო უფრო ბევრი და მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელოთ“, – განაცხადა კალაძემ.
16 მაისს ცნობილიგ ახდა, რომ თბილისის მერიას, დედაქალაქში ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 30 მილიონი ლარი გამოეყოფა.
მანამდე, 14 აპრილს, თბილისის საკრებულომ დედაქალაქის 2018 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის საკითხს მხარი დაუჭირა. ცვლილებები გულისხმობს ტენდერების გზით გამოთავისუფლებული 5 300 000 ლარის სხვადასხვა პროგრამაზე გადანაწილებას.
გასული წლის დეკემბერში კი თბილისის 2018 წლის ბიუჯეტი კიდევ 60 მილიონი ლარით გაიზარდა. ეს თანხა მაშინაც ფინანსთა სამინისტროდან მოიძია უწყებამ.