მესტიის მუნიციპალიტეტში, ნაკრისა და ბეჩოს ტერიტორიულ ერთეულებში კულტურულ–ისტორიული ძეგლების ინვენტარიზაციისთვის ტენდერი გამოცხადდა. დაგეგმილი სამუშაოები მოიცავს ნაკრის და ბეჩოს ხეობების მასშტაბით არსებულ კულტურულ-ისტორიულ ობიექტებზე დოკუმენტაციის, ბიბლიოგრაფიული და საარქივო ინფორმაციის მოძიება-ანალიზს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 20 ათასი ლარია. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცლებს.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, უნდა განხორციელდეს წყაროთმცოდნეობით-ისტორიოგრაფიული და კარტოგრაფიული კვლევა, ახლადმოძიებული ძეგლების გავრცელების არეალის და სავარაუდო საზღვრების დადგენა, უკვე ცნობილის გადამოწმება-დაზუსტება, ძეგლების ფოტოფიქსაცია. ასევე, გამოვლენილი ობიექტების შესახებ ინფორმაცია უნდა აიტვირთოს „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს „კულტურული მემკვიდრეობის მონაცემთა მართვის გეოსაინფორმაციო სისტემაში“.
ჩატარებულ სამუშაოებთან დაკავშირებით სრული სამეცნიერო ანგარიში.
დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ ნაკრის და ბეჩოს ადმინისტრაციული ერთეულები არქეოლოგიური ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია.
იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოების პროცესში გამოვლინდა მაღალი მატერიალური ღირებულების ნივთები და ვერ ხერხდება ტექნიკური ან სხვა პირობების გამო მათი დაუყოვნებლივ ამოღება, მიმწოდებელმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართს შსს-ს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს.
ტენდერში მონაწილეობა ორმა პრეტედენტმა მიიღო. შპს „ეკო სახლს“ დისკვალიფიკაცია მისცეს ტექნიკური დოკუმენტაციის გამო. მეორე პრეტედენტი კი ახალგაზრდა მისიმიელთა ლეგიონია.
შესრულებულ სამუშაოთა ანგარიშის ჩაბარების საბოლოო ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 დღეა.