ისანში ორ მისამართზე საყრდენი კედლები მოეწყო

799

ისნის რაიონის გამგეობამ საყრდენი კედლის მოწყობა ორ მისამართზე დაასრულა. ნიაბის მეოთხე შესახვევის N1-სა და I დოლაბაურის N55-ის მიმდებარედ, გზის დაზიანებული ნაწილის გამაგრების მიზნით, საყრდენი კედლები მოეწყო.

სამუშაოების შედეგად, გამაგრდა გზის საფუძველი. ნიაბის მეოთხე შესახვევის N1-თან საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები ისნის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კომპანია „აღმაშენებელმა“ შეასრულა, ხოლო I დოლაბაურის ქუჩა N55-ის გამაგრებითი სამუშაოები შპს GDS Company-მ განახორციელა.

ორივე პროექტის საერთო ღირებულება 89 477 ლარია.