16 ივნისს კრწანისის ტყე-პარკში მწვანე ფესტივალი გაიმართება

362

16 ივნისს 12:00 საათიდან კრწანისის ტყე-პარკში მწვანე ფესტივალი გაიმართება.

ორგანიზატორების თქმით, დაგეგმილია მრავალფეროვანი აქტივობები. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება საგანმანათლებლო ზონა, სადაც იმსჯელებენ ნარჩენების მართვაზე, ბიომრავალფეროვნებაზე. ასევე ჩატარდება ძველი ნივთებისგან (და ნარჩენებისგან) ხელნაკეთი სუვენირების დამზადების ვორქშოპი, თამაშები და ვიქტორინა.

ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა ძველმანების ბაზრობა, რომელშიც მონაწილეობა ყველას შეუძლია. წარმოდგენილი იქნება ასევე სტარტაპ, მუსიკალური და სპორტული ზონები (ფრისბი, სახტუნაო, ბადმინტონი, იოგა და ა.შ).

ფესტივალის ბოლოს მოხალისეები ერთობლივად დავასუფთავებთ ტერიტორიას ნარჩენებისგან.