თბილისის მასშტაბით, ამ ეტაპზე, მოქალაქეებმა ნებაყოფლობით 49 ავტოფარეხი აიღეს. მერიის ინფორმაციით, მიმდინარეობს 13-ის და იგეგმება კიდევ 26 ავტოფარეხის დემონტაჟი. ორ მფლობელთან კი მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.
მიმდინარე წლის აპრილის ბოლოს, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის წევრებს მოუწოდა, თავიანთი რაიონების მოსახლეობასთან აღნიშნულ საკითხზე კომუნიკაცია აწარმოონ. მოსახლეობის სურვილის შემთხვევაში, პროექტის ხარჯებს თბილისის მერია ფარავს.