თბილისში ხე-მცენარეების დასარგავად 4.6-მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა

1035

თბილისში, სხვადასხვა ტერიტორიის გასამწვანებლად დასარგავი ხე-მცენარეებისა და დეკორეტიული მცენარეების დარგვა/ მოვლისთვის მერიამ 4.6 მლნ ლარის ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას gbc.ge ავრცელებს.

ტენდერის ფარგლებში 5900  ხე-მცენარეს იყიდიან. მერიას სურს შეისყიდოს იფანი,  ქვა მუხა, იაპონური სოფორა (მტირალა ფორმა),   დიდყვავილა მაგნოლია, ჰიმალაის კედარი ჰიმალაის კედარი, ცრუ აკაცია, წითელფოთოლა ტყემალი. ამერიკული ნეკერჩხალი, ჭრელფოთოლა ნეკერჩხალი,  ფიტოსპორუმი, ჩვეულებრივი და სხვადასხვა ფორმის უთხოვარი,   ზეთისხილი ბზა, სურო და სხვა.

მიმწოდებელი ვალდებულია ყველა დარგული ნერგი 100%-იანი გახარება უზრუნველყოს. ამასთან  დარგული მცენარეების მოვლა-პატრონობა უნდა განხორციელდეს 2019 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით.

წინადადებების მიღება მთავრდება 18 ივნისს.