თბილისში პარკირების საშვის შეძენისა და ჯარიმების გადახდის წესი იცვლება

2159

თბილისში, პარკირების საშვის შეძენისა და ჯარიმების გადახდის წესი იცვლება. მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად, თბილისის სატრანსპორტო კომპანია 5 ივნისიდან ცვლის პარკირების საშვის შეძენისა და ჯარიმების შემოწმების/ გადახდის სისტემას, რომლის მიხედვითაც ტექ-პასპორტის ნომრის ნაცვლად, შესაბამის ველებში უნდა ჩაიწეროს სახელმწიფო ნომერი და მფლობელის პირადი ნომერი. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, მომხმარებელმა პარკინგის საშვის შესაძენად, ან ჯარიმების გადასახდელად შესაბამის ველებში უნდა მიუთითოს:

1. კერძო ავტომობილებისთვის – სახელმწიფო ნომერი და მფლობელის პირადი ნომერი;

2. ორგანიზაციების მფლობელობაში არსებული ავტომობილებისთვის – სახელმწიფო ნომერი და კომპანიის საიდენტიფიკაციო კოდი;

3. ტრანზიტული ან უცხოური ქვეყნის ნომრებით მოძრავი ავტომობილებისთვის – მხოლოდ სახელმწიფო ნომერი.

ჯარიმების ნახვა ან გადახდა დამატებით შესაძლებელია ავტომობილის სახელმწიფო ნომრისა და საჯარიმო ქვითრის ნომრის მითითებით.

მომხმარებელი ახალი, შეცვლილი სისტემით ისარგებლებს თბილისის პარკინგის ვებგვერდზე და სწრაფი გადახდის აპარატებში. იხილეთ თბილისის პარკინგის ვებ-გვერდი