ლისის ტბის მიმდებარედ განაშენიანებაზე 6-თვიანი შეზღუდვა დაწესდა

3503

თბილისის საკრებულომ ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის განაშენიანების შეზღუდვის ვადა დაადგინა.  საკრებულომ ეს გადაწყვეტილება 4 მაისს მიიღო. ინფორმაიცას “კომერსანტი” ავრცელებს.

გადაწყვეტილების თანახმად, აღნიშნულ ტერიტორიაზე შეიზღუდა: განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალებისა ან/და განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცება; დამტკიცებულ განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებით დავალებასა ან/და განაშენიანების რეგულირების გეგმაში ცვლილების შეტანა; დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში ცვლილების შეტანა დადგენილი ფუნქციური ზონების ცვლილების მიზნით და მიწის ნაკვეთების ნებისმიერი ფორმით სამშენებლოდ განვითარება (მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება, არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება, მშენებლობის ნებართვის გაცემა, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობაზე წერილობითი დასტურის გაცემა).

„აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება – საცხოვრებელ ზონებზე, რომლისთვისაც დამუშავებულია „ჩარჩო გეგმა“ და რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებულია განაშენიანების რეგულირებისა და განაშენიანების სავალდებულო ხაზები; მიწის ნაკვეთებზე, რომლებიც გამოყოფილია კოოპერატიული ბინათმშენებლობისთვის; ასევე მშენებარე შენობა-ნაგებობის შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის მცირედ კორექტირებაზე ან/და მშენებლობის ნებართვის გაცემაზე ან მშენებლობის ნებართვის ვადის გაგრძელებაზე, რომლის მშენებლობა განხორციელებულია მშენებლობის ნებართვის საფუძველზე“, -ნათქვამია საკრებულოს გადაწყვეტილებაში.

აღნიშნული შეზღუდვა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე 6 თვით იმოქმედებს.