წყნეთი-ბეთანიას გზის რეაბილიტაცია სრულდება. სამუშაოებს დღეს პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე და რეგიონული განვითარების მინისტრი მაია ცქიტიშვილი გაეცნენ.
წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის გზა 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანდა.
პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინასური მხარდაჭერით ხორციელდება.
ცნობილია, რომ ეს გზა 13 ივნისს, სტიქიიდან 3 წლის თავზე გაიხსნება.