თბილისის ქუჩებში სიტი პარკის აბრების დემონტაჟი დაიწყო

1186

თბილისის ქუჩებში სიტი პარკის აბრების დემონტაჟი დაიწყო. შპს “გზაჯვარედინის” თანამშრომლები სამუშაოს მერიის დავალებით ასრულებენ. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.

სიტი პარკის აბრების ნაცვლად შესაბამის ადგილებზე “თბილისის პარკინგის” მონაცემებს აკრავენ.

პარალელურად თბილისის პარკინგის ინფრასტრუქტურის პრეზენტაცია გაიმართა.

სამსახურის კონტროლიორებს ახალი უნიფორმები აქვთ, ასევე განახლდა ავტოპარკი და საევაკუაციო ტექნიკა.

დღეიდან დედაქალაქში პარკირების სისტემის ადმინისტრირებას თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს.

მერიასა და „სიტი პარკს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულება ოფიციალურად შეწყდა.