სამცხე–ჯავახეთის ახალი გუბერნატორი მუნიციპალიტეტების მერებს შეხვდა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორს კახა სამხარაძეს მუნიციპალიტეტების მერებმა მიმდინარე პროექტები და სამომავლო გეგმები გააცნეს.
კახა სამხარაძე მუნიციპალიტეტების პირველ პირებს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში რეგიონებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსთან, ნიკოლოზ როსებაშვილთან ერთად შეხვდა. ასევე, შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს პარლამენტში ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი კოპაძე.
კახა სამხარაძე სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში მუშაობას დღეს, ორ აპრილს, შეუდგა. მან, ასევე, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა თანამშრომლებთანაც გამართა. მედიისთვის ორივე შეხვედრა დახურული იყო.