პარკირების შესახებ ცვლილებებზე დღეს პარლამენტში იმსჯელებენ

586

მოქმედი რედაქციის მიხედვით, არასწორ ადგილას ავტომობილის გაჩერებისთვის დაჯარიმების უფლებამოსილება მხოლოდ თბილისისა და ბათუმის მუნიციპალიტეტებს აქვთ. რაც კანონპროექტის ავტორთა შეფასებით, არასწორი მიდგომაა და კანონში ამ ჩამონათვალს სხვა ქალქებიც უნდა მიემატოს.

ჯარიმის ოდენობა სხვა ქალაქებშიც 10 ლარით განსიაზღვრება. რა ტერიტორიაზე და რა შემთხვევაში მოხდება ავტომობილის მფლობელთა დაჯარიმება – საკითხს პარლამენტის მიერ კანონის მიღების შემდეგ ადგილობრივი საკრებულოები დაადგენენ.

ინიციატორთა განცხადებით, ცვლილების მთავარი მიზანი ქვეყნის მაშტაბით ავტოპარკინგის მოწესრიგებაა.