გორის მუნიციპალიტეტის სოფლების: მერეთის, კოშკას და გუგუტიაანთკარის საავტომობილო გზებზე ასფალტის საფარის მოწყობა დაიწყო. ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, ამ გზის 2 720 მეტრიან მონაკვეთს 40 წელზე მეტია სარეაბილიტაციო სამუშაოები არ ჩატარებია. მისი საფარი მნიშვნელოვნად დაზიანებულია, რის გამოც გადაადგილება უჭირთ როგორც ფეხითმოსიარულეებს ასევე სატრანსპორტო საშუალებებს.
სარეაბილიტაციო სამუშაოები, ხელშეკრულების მიხედვით, 3 თვეში დასრულდება. სამუშაოების ღირებულება 789 000 ლარია. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება. გორის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსების წილი 34%-ს შეადგენს. სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს ,,საგზაო სამშენებლო სამმართველო №1″ აწარმოებს.