ხოლოს მუნიციპალიტეტში, ბეშუმში მიწის ნაკვეთებისა და საცხოვრებელი სახლების მესაკუთრეებისთვის დაკანონება გრძელდება. საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წარმომადგენელის, ზურაბ თავართქილაძის ინფორმაციით, გასულ წელს აღიარების კომისიაში საჯარო რეესტრიის ეროვნული სააგენტოდან 200-მდე განცხადება შევიდა, მათგან დაახლოებით 180 დადებითად გადაწყდა. ინფორმაციას “აჭარის ტელევიზია” ავრცელებს.
მისი თქმით, წარდგენილი განაცხადებიდან 5 ოჯახის იდენტიფიკაცია ვერ მოხერხდა, ხოლო დარჩენილ განცხადებებში ხარვეზები დაფიქსირდა, რომელთაც განმეორებით ისევ შეისწავლიან.
მოქალაქე, რომელსაც კურორტ ბეშუმში მიწა აქვს გასაფორმებელი, საჯარო რეესტრში უნდა წარადგინოს სამი მოწმის ჩვენება, რომლებიც დაადასტურებენ, რომ რომ ნამდვილადა მისი საცხოვრებელია და 2007 წლიდან სარგებლობს ამ მიწის ნაკვეთით. წარსადგენ დოკუმენტებსშორისაა ასევე პირობითად დაზუსტებული საკადასტრო ნახაზი და ოჯახის შემადგენლობაზე თანხმობა, რეგისტრირება უფასოა და მიწის ნაკვეთის ოდენობა განსაზღვრული არ არის.