თბილისში, თავაძის ქუჩაზე, გზის დასაგებად 69 800 ლარია გამოყოფილი

686

საბურთალოს რაიონში, თავაძის ქუჩაზე, გზის შეკეთების სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ ტერიტორიაზე 1100 კვ.მ ასფალტის ახალი საფარი დაიგება და კეთილმოეწყობა საფეხმავლო ბილიკები. საგზაო სამუშაოებს, გამგეობის დაკვეთით, კომპანია „ჯეუ გრუპი“ აწარმოებს.

პროექტისთვის 69 800 ლარია გამოყოფილი. საბურთალოს რაიონის გამგებელმა გაიოზ ვასაძემ მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.