თელავში არასამთავრობოებმა გენდერულ კვოტირებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთეს

724

თელავში გენდერულ საკითხზე მომუშავე არასამთავრობოებმა გენდერულ კვოტირებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთეს. შეხვედრა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.

ორგანიზაციებმა პარლამენტს მოუწოდეს, რომ ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდის მიზნით, საკანონმდებლო ინიციატივა პლენარულ სხდომაზე დროულად განიხილონ, რადგან არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობისთვის ქალებს სოციალური და ეკონომიკური ბარიერის გადალახვა უწევთ.

არასამთავრობოები მიიჩნევენ, რომ მნიშვნელოვანია ხელისუფლების და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა გამოავლინონ ქალთა და მამაკაცთა შორის თანასწორობის მკაფიო პოლიტიკური ნება, რადგან პროპორციულ სიებში თანაბრად მოხდეს ქალის და მამაკაცის მონაწილეობა.