ქალაქ გორის მოსახლეობის რაოდენობის დინამიკა მკვეთრად შემცირებულია. გორის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით შედგენილ სამოქმედო გეგმაში, მოსახლეობის რაოდენობა გასული საუკუნის 70-იანი წლების ნიშნულს მიუახლოვდა. ინფორმაციას “შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი” ავრცელებს.
მაგალითად, ბოლო 20 წლის განმავლობაში, 1989 წლიდან დღემდე, სხვაობა 20 000-ია. თუკი 1989 წელს ქალაქის მოსახლეობის რაოდენობა 69 000 შეადგენდა, 2017 წლისთვის 49 000-ს მიუახლოვდა. 1939 წლიდან 1989 წლამდე ქალაქის მოსახლეობას 50 000 მცხოვრები შეემატა.
1770 წლის აღწერით ქალაქში 500 სახლი იყო. 1806 წლის მონაცემებით ქალაქის მაცხოვრებელთა რაოდენობა შეადგენდა 1200 ადამიანს.