ისნის რაიონში, ძეგლევის ქუჩა N15-ში მდებარე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე გზის რეაბილიტაცია დაიწყო. ინფორმაციას ისნის რაიონის გამგეობა ავრცელებს.
სამუშაოების ფარგლებში, მოეწყობა ბორდიური და ასფალტის ახალი საფარი დაიგება. აღნიშნულ მისამართზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ერთ კვირაში დასრულდება.