თბილისს ვილნიუსის ბაღის რეაბილიტაციის პროექტი საჩუქრად გადაეცა

714

ქალაქ ვილნიუსის საკრებულოს გადაწყვეტილებით, თბილისს ვილნიუსის ბაღის რეაბილიტაციის პროექტი საჩუქრად გადაეცა. ინფორმაციას მთაწმინდის რაიონის გამგეობა ავრცელებს.

ამასთან დაკავშირებით, მთაწმინდის გამგეობას ლიტვის ელჩი საქართველოში გიედრიუს პუოჯუნასი ესტუმრა, რომელმაც ვილნიუსის საკრებულოს გადაწყვეტილება მთაწმინდის გამგებელ დავით კირკიტაძეს პირადად გააცნო და პროექტი გადასცა.

შეხვედრაზე, რომელსაც „თბილსერვისის ჯგუფის“ წარმომადგენლები და გამგეობის თანამშრომლები ესწრებოდნენ, პროექტის პრეზენტაციაც გაიმართა.

ვილნიუსის ბაღის სრული რეაბილიტაციისთვის შექმნილი კონცეფცია ლიტველმა არქიტექტორმა, რიტის ციკანავიჩიუსმა წარმოადგინა. კონცეფციის მიხედვით, ჭონქაძის ქუჩაზე მდებარე ბაღი თანამედროვე სტანდარტებით უნდა მოეწყოს, თუმცა, ისტორიული ადგილმდებარეობისა და ტურისტული ზონის გათვალისწინებით, პროექტი ტრადიციულ ელემენტებსაც მოიცავს.