თბილისში 9 945 ძირი ხის სანიტარული ჭრა მიმდინარეობს

1024

“შპს “თბილსერვის ჯგუფი” დედაქალაქსა და მის შემოგარენში მწვანე ნარგავების გეგმიურ სხვლა-ფორმირებას და სანიტარულ ჭრებს ახორციელებს. თბილსერვისის ცნობით, სამუშაოების ფარგლებში იჭრება ზეხმელი, ხმობადი, ძლიერ ფაუტიანი და მავნებლებით დაზიანებული ხეები, რომლებიც თბილისის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის სპეციალისტების მიერ არის შეფასებული და მონიშნული.

“თბილსერვის ჯგუფი” სანიტარულ ჭრებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის მიერ გამოცხადებული ტენდერის საფუძველზე ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობს ბაგებში 291 ძირი, ტაბახმელა-კოჯორი-ბეთანიის გზაზე 3618 ძირი, ი. ბერიტიშვილის ქუჩის გასწვრივ 158 ძირი და ჯიქიას სასაფლაოს მიმდებარედ 5 878 ძირი ხის სანიტარული ჭრა”, – წერია “თბილსერვისი” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.