მერია: გორში წინასაახალწლოდ რამდენიმე კონცერტი გაიმართება

275

გორის მერიის ინფორმაციით, საახალწლოდ ქალაქ გორში რამდენიმე კონცერტი გაიმართება. ასევე, დეკემბერში დაგეგმილია მუსიკალური ჯგუფი “LOUDspeakers–ის” კონცერტი.

“ჯგუფის ჩამოყვანის იდეა ახალგაზრდებისგან წამოვიდა. გორში “LOUDspeakers-ის” კონცერტი ახალგაზრდების მოთხოვნით ჩატარდება. გორის მუნიციპალიტეტის მერია მოსახლეობას ახალი წლის დღეებში ბევრ საინტერესო და სასიამოვნო ღონისძიებებს ჰპირდება”, – ამბობენ გორის მერიაში.