ჩვენ დავაფიქსირეთ რამდენიმე შემთხვევა საჯარო სექტორის მოსამსახურეებზე ზეწოლისა, რათა მათ მხარი დაეჭირათ მმართველი პარტიისთვის, – ამის შესახებ ნათქვამია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თაობაზე OSCE/ODIHR-ის წინასწარ შეფასებაში.
როგორც სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა კორენ იონკერმა განაცხადა, ზოგადად, ძირითადი თავისუფლებები დაცული იყო და საარჩევნო სუბიექტებს შეეძლოთ თავისუფლად მიეღოთ არჩევნებში მონაწილეობა.
”მაგრამ, ჩვენ დავაფიქსირეთ რამდენიმე შემთხვევა საჯარო სექტორის მოსამსახურეებზე ზეწოლისა, რათა მათ მხარი დაეჭირათ მმართველი პარტიისთვის. ასევე დაფიქსირდა ადმინისტრაციული რესურსის არამიზნობრივად გამოყენების ფაქტებიც”, – აღნიშნა მან.
რაც შეეხება საარჩევნო ადმინისტრაციას, წინასწარი შეფასებით, ცენტრალური საარჩევნო კომისია და საარჩევნო ადმინისტრაციის ქვედა უწყებები საქმიანობას დროულად, ეფექტურად და პროფესიონალურად ახორციელებდნენ.
”ცენტრალური საარჩევნო კომისია ზოგადად მხარეების ნდობით სარგებლობს, თუმცა ზოგიერთმა ოპოზიციურმა კანდიდატმა საარჩევნო ადმინისტრაციის მიუკერძოებლობა ეჭვის ქვეშ დააყენა, განსაკუთრებით იმის მიმართ, თუ როგორ იქნენ დანიშნული საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრები. ცესკომ ტრენინგები უზრუნველყო საარჩევნო ადმინისტრაციის ყველა დონეზე, ასევე ამომრჩეველთა ყოვლისმომცველი საინფორმაციო კამპანია გამართა და ასევე ინიციატივა განახორციელა, რომ შშმ პირებს არჩევნებში მონაწილეობა შეძლებოდათ”, – ნათქვამია წინასწარ შეფასებაში.
წყარო: ინტერპრესნიუსი
იხილეთ წინასწარი ანგარიში სრულად: