ადამიანების ID მონაცემების აღრიცხვა და დაკვირვება, ვინ მივიდა და ვინ არა არჩევნებზე, დაუშვებელია, – ამის შესახებ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) არჩევნებზე გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა კორინ იონკერმა საარჩევნო უბნებთან ე.წ. ამომრჩევლის ნების კონტროლის ფაქტების კომენტირებისას განაცხადა. როგორც მისიის ხელმძღვანელმა აღნიშნა, არ შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო საერთო ტენდენცია – ზოგ საარჩევნო უბანზე მეტად ფიქსირდებოდა, ზოგან – ნაკლებად.
“ადამიანების ID მონაცემების აღრიცხვა აბსოლუტურად დაუშვებელია. ასევე, არ უნდა ხდებოდეს იმ ადამიანებზე დაკვირვება, ვინც ხმას აძლევს, ან არ აძლევს, ვინაიდან არჩევნებში მონაწილეობის არმიღებაც ადამიანის პოლიტიკური ნების გამოხატულებაა და არავის ინტერესს არ უნდა წარმოადგენდეს”, – განაცხადა კორინ იონკერმა.
წყარო: ინტერპრესნიუსი
იხილეთ წინასწარი ანგარიში სრულად: