სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თანამდებობას ტოვებს

382

თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე მოქმედი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, დიმიტრი სანაკოევი თანამდებობას ტოვებს.

„16 წელი საკმარისია ერთ ადგილზე ყოფნისთვის. მინდა ჩემ ცხოვრებას მივხედო. ბიზნესში მინდა და სხვა სამსახურში უნდა გადავიდე“, – ამბობს სანაკოევი “რადიო თავისუფლებასთან” საუბარში.

მისივე თქმით, გადაწყვეტილება პირადად მიიღო და არ იცის ვინ დაინიშნება მის ადგილას.

ცნობისთვის, სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციული ერთეულის ხელმძღვანელად სანაკოევი 2006 წელს დაინიშნა.