თბილისში ანდრონიკაშვილის ქუჩაზე სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

235

გლდანის რაიონის გამგეობა სკვერების მოწყობა-რეაბილიტაციას აგრძელებს. ამჯერად, სკვერის რეაბილიტაცია ანდრონიკაშვილის ქუჩაზე N93-95-თან მიმდინარეობს.

თბილისის მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში, 1 200 კვ.მეტრამდე ფართობზე მოეწყობა ბავშვთა გასართობი და დასასვენებელი ზონა, მოსასვენებელი პავილიონი, დამონტაჟდება გარეგანათების სისტემა და განთავსდება სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა.

აღნიშნული პროექტისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 124 000 ლარი დაიხარჯება.