ბათუმში მგზავრობის საფასური მძღოლებმა თვითნებურად გაზარდეს

338

ბათუმში მგზავრობის საფასური მძღოლებმა თვითნებურად გაზარდეს. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

ბათუმში მგზავრობა ოფიციალურად 50 თეთრი ღირს, თუმცა, მიკროავტობუსებში დიდი შრიფტით წერია, რომ მგზავრობის საფასური 70 თეთრია. ეს მძღოლების მიერ თვითნებურად გაზრდილ ტარიფია, რასაც ისინი საწვავის გაძვირებით ხსნიან.

ბათუმის მერია კი იმით რეაგირებს, რომ მუნიციპალური ინსპექცია დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში ინდივიდუალურ ჯარიმებს წერს.