კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ საქადაგიანოში საარჩევნო უბნის მდივანს პირადობის მოწმობა არ აღმოაჩნდა. ამის თაობაზე მას შემდეგ გახდა ცნობილი, როდესაც მდივანი უბანზე გამოცხადდა და წილისწყრის პროცედურები დაიწყო.
,,სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებლის მოთხოვნის შემდეგ, ეს დარღვევა აღმოიფხვრა. მდივანი სახლში წავიდა და პირადობა მიიტანა. წილისყრის პროცედურები 8 საათამდე მაინც მოესწრო.
გარდა ამისა, ამავე უბაზე, ამომრჩეველმა, რომელსაც ხმა უკვე ჰქონდა მიცემული, დააპირა კაბინაში სხვა ამომრჩეველს შეყოლოდა. შენიშვნის საფუძველზე ეს ფაქტიც გამოსწორდა.
წყარო: qartli.ge
ფოტო: qartli.ge