ვანის სოფელ ბზვანში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

355

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბზვანში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

საავტომობილო გზის აღდგენას ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „გზები“ ახორციელებს.

მერიის ინფორმაციით, ზედა ბზვანის დამაკავშირებელი გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია გარდამავალი პროექტის ფარგლებში დაიწყო და მიმდინარე წელს დასრულდება.