მერიის ზედამხვედველობის სამსახურმა დელისის მეტროს მიმდებარტე ტერიტორიაზე მყოფ გარემოვაჭრებს ტერიტორია დაატოვებინა. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.
ადგილზე სიტყვიერი დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. მოვაჭრეები ალტერნატიულ ფართთან დაკავშირებით მათი მოთხოვნის დაკმაყოფილებას ითხოვენ.
“რატომ უნდა დავემორჩილო კაცო ოჯახი უნდა შევინახო, ავადმყოფი ქმარი მყავს, შვილიშვილები მყავს ობლები, გასაზრდელები, არ უნდა დავეხმარო ჩემ ოჯახს?! მოვიპარო მაინც და მიანც და ციხეში წავიდე ისინი მშივრები რომ დამრჩეს. მაგათ 60 ლარზე მიმიფურთხებია იქით, რა ჯანდაბად მინდა. […] ჩვენ გაჭირვებულ ხალხს რომ გვთხოვენ პასუხს, თავიანთ თავზე დაიხედონ რამდენი მილიონები, მილიარდები აქვთ ნაშოვნი, ხალხი ქუჩაში, ნაგავში ეძებს პასუხს”, – თქვა გარემოვაჭრე, მზევინარ პარტაიამ.
გარემოვაჭრეები მერს მიმართავენ, რომ ხალხს გასაქანი მისცეს და ახალი წელი არ ჩაუშხამოს.