ომის ვეტერანების პენსია 100 ლარამდე იზრდება- აღნიშნულზე განცხადება პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე გააკეთა.
პრემიერის თქმით, 2022 წელს ასაკობრივი პენსიის ზრდასთან ერთად, ყოველთვიური დახმარება ომის ვეტერანებსაც გაეზრდებათ.
„ომში მონაწილე ვეტერანთა ყოველთვიური 22 და 44 ლარიანი დახმარება იზრდება 100 ლარამდე. კოვიდ 19-ის მართვასთან დაკავშირებით ბიუჯეტი განსაზღვრულია 500 მილიონი ლარით. ასევე დევნილებისთვის საცხოვრებელი სახლების ასაშენებლად 114 მლნ ლარი გვაქვს გათვალისწინებული. საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისთვის დამატებით 300 მლნ ლარი გამოიყოფა. ნაერთი ბიუჯეტი იქნება 21.8 მილიარდი ლარი“, – განაცხადა მან მთავრობის სხდომაზე.
პრემიერის ინფორმაციით, მომავალი წლის ბიუჯეტი 65 მილიარდი ლარით იქნება განსაზღვრული.