ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ წარადგინა საბოლოო, დაზუსტებული სახით ბიუჯეტი საქართველოს პარლამენტში და მნიშვნელოვანი გარემოებები რაც შეიცვალა, ეს არის დეფიციტის და ასევე ვალის მოცულობა.
როგორც ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განმარტა, ვალთან მიმართებით მკვეთრი ცვლილება არის.
„60%-ს გადააჭარბა 2020 წელს ვალიც მოცულობამ მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით, თუმცა, წარდგენილ ბიუჯეტში ახლა გაქვს 51.1%, რაც ვალის მოცულობის 9 % პუნქტით შემცირებაა. 60%-დან 51%-მდე, რაც პანდემიის მეორე წლისთვის არის საკმაოდ მკაფიო მესიჯი ინვესტორებისთვის. ფისკალურ კონსოლიდაციას და მაკროეკონომიკური პარამეტრების სტაბილურობას ქვეყანა ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს“,-განაცხადა ხუციშვილმა.