საპროტესტო აქცია ვაზისუბანში – მოსახლეობა რვასართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.
ადგილობრივების თქმით, კომპანია AIM სითი-ს არ აქვს მშენებლობის ნებართვა და თავის საქმიანობით საფრთხეს უქმნის მოსახლეობას. კერძოდ, ადგილობრივები ამბობენ, რომ მძიმე ტექნიკის მუშაობით შესაძლოა სხვა, ძველი კორპუსები დაზიანდეს.