საკრებულოების თავმჯდომარეებს 3-3 მოადგილე ეყოლებათ. აქამდე, თბილისის გარდა, წარმომადგენლობითი ორგანოს ხელმძღვანელს ერთი ან ორი მოადგილე ჰყავდა. ცვლილების დამტკიცების შემთხვევაში, ქვეყნის მასშტაბით 63 მუნიციპალიტეტის საკრებულოს 63 თავმჯდომარეს სულ 189 მოადგილე ეყოლება. ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს.
მოადგილის ხელფასი 3400 ლარია. ცვლილებების მიღების შემთხვევაში, მათი დაფინანსებისთვის, თვეში 642 ათას 600 ლარი იქნება საჭირო. ერთ წელში კი ეს თანხა 7 მილიონ 771 ათას 200 ლარს მიაღწევს. ამას დაემატება უფლებამოსილების განხორციელებისთვის საჭირო სხვა თანხები, ავტომანქანის მომსახურებისა და საწვავის ხარჯებიც. ცნობისთვის, თვითმმართველობის კოდექსში ცვლილებების პროექტი ფრაქცია “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს.