„ნაციონალური მოძრაობა“ აქციას ხვალ, 14:00 საათზე, ვაჟა-ფშაველას ძეგლთან გამართავს

325

„ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით მორიგი აქცია, ხვალ, 11 ნოემბერს, 14:00 საათზე ვაჟა-ფშაველას ძეგლთან გაიმართება.ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ხვალ 14:00 საათზე ვაჟა-ფშაველას ძეგლთან, მეტროსადგურ ვაჟა-ფშაველასთან გაიმართება აქცია და ველოდებით ყველას, ვისაც მყარად მიაჩნია, რომ ხელისუფლება კოპირებს რუსეთს და ბელორუსს“, – განაცხადა მელიამ.