ხარაგაულის მერის მოადგილე: ბიუჯეტის 9 თვის შემოსავლები მხოლოდ ჯარიმების ნაწილში ვერ შესრულდა

598

ხარაგაულის ბიუჯეტის ცხრა თვის შესრულების შედეგების მიხედვით, ჯარიმებიდან დაგეგმილი 484,7 ათასი ლარის ნაცვლად, მხოლოდ 307,7  ათასი ლარია მიღებული.

ამ ინფორმაციის „ჩემი ხარაგაულის“ ვებ-გვერდზე გამოქვეყნების შემდეგ ხარაგაულის მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი დაგვიკავშირდა და ბიუჯეტის შესრულების შესახებ კომენტარის გაკეთება ისურვა. ინფორმაციას ჩემი ხარაგაული ავრცელებს.

„მართალია, რომ შემოსავლების გეგმა ჯარიმების ნაწილში ვერ შესრულდა, – ამბობს ვარლამ ჭიპაშვილი, – მაგრამ სხვა საკუთარი შემოსავლები გადაჭარბებით შემოვიდა – ძირითადად, უცხოურ საწარმოთა ქონების ქონების გადასახადი.

ასევე შესრულდა სანებართვო და  დასუფთავების მოსაკრებლების, არაფინანსური აქტივების კლებიდან მიღებული შემოსავლების (პრივატიზაცია) გეგმები.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის შესრულებას, მიუხედავად საგზაო ჯარიმების შეუსრულებლობისა, არანაირი საფრთხე არ ემუქრება და მუნიციპალიტეტი ყველა აღებულ ვალდებულებას შეასრულებს“.