ღარიბაშვილი: ვაქცინაცია სავალდებულო არ არის და არ გახდება ჩვენს ქვეყანაში

561

ვაქცინაცია სავალდებულო არ არის და არ გახდება ჩვენს ქვეყანაში, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის მთავრობის მტკიცე გადაწყვეტილება, რომელიც არ შეიცვლება.

„კიდევ უფრო აქტიური გახდება იმუნიზაციის კამპანია და მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართება ვაქცინაციის სააგიტაციო ღონისძიებები. მინდა კიდევ ერთხელ მივმართო ჩვენს მოქალაქეებს, აქტიურად ჩავერთოთ ვაქცინაციის პროცესში, ვატაროთ პირბადე და დავიცვათ სოციალური დისტანცია, გავუფრთხილდეთ საკუთარ და ახლობლების ჯანმრთელობას. ბოლოს მინდა ვთქვა, რაიმე სპეკულაცია და დეზინფორმაციის გავრცელება რომ არ იყოს, ჩვენ ვაქცინაციას სავალდებულოს არ გავხდით, ვაქცინაცია სავალდებულო არ არის და არ გახდება ჩვენს ქვეყანაში. ეს არის ჩვენი მტკიცე გადაწყვეტილება და მე ამ გადაწყვეტილებას არ შევცვლი. ჩვენ მოქალაქეებს უნდა ავუხსნათ და განვუმარტოთ, რომ ვაქცინაცია არის პანდემიის დასრულებდან გამოსავალი. აცრა გვიცავს სიკვდილისგან“, – განაცხადა პრემიერმა.