2022 წელს კომუნალურების სუბსიდირებას დავით ნარმანიაც ადასტურებს

1917

ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის გიორგი კაკაურიძის შემდეგ, სემეკ-ის თავმჯდომარე დავით ნარმანიაც ადასტურებს, რომ 2022 წელს კომუნალური გადასახადების სუბსიდირების პროგრამა გაგრძელდება, თუმცა რა ფორმით, ამაზე საქართველოს მთავრობა მსჯელობს.

ასე უპასუხა მან bm.ge-ს კითხვას, რომელიც ელექტროენერგიის და ბუნებრივის აირის გადასახადების სუბსიდირებას და პირობებს შეეხებოდა.

„ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, <კომუნალურების> სუბსიდიაზე მიმდინარეობს მუშაობა. მზადდება ახალი წესი და განსხვავებული მიდგომები იქნება. ის, თუ როგორ მოხდება სუბსიდირება და რომელი კატეგორიის მოქალაქეებს შეეხებათ ამაზე ალბათ მათი მხრიდან იქნება ინფორმაცია მოწოდებული. მარეგულირებელი მოგვიანებით ჩაერთვება ამ პროცესში“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.