ენმ-ის ცნობით, “ოცნებას” საკრებულოში სუს-ის უფროსის ცოლის შეყვანა სურს – წალენჯიხაში 2 უბანს ითვლიან

841

წალენჯიხაში მე-7 და მე-10 უბნების შედეგების ხელახალი გადათვლა მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც. ეს ის უბნებია, სადაც ოპოზიციის კანდიდატი “ქართულ ოცნებას” მცირედით უსწრებს. იგივეა შედეგებია სამაჟორიტარო კუთხითაც. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.

ოპოზიცია ფიქრობს, რომ ხელისუფლება საკრებულოში სუს-ის უფროსის ცოლი, რესურს ცენტრის ხელმძღვანელის ლირა ღურწკაიას შეყვანას ცდილობს. ეს ყველაფერი კი ოპოზიციის აზრით, მერის იპიჩმენტისთვისაა გათვლილი.

“ალბათ ამათი გონება ასე აზროვნებს, რომ წალენჯიხის შედეგის შეცვლაც უნდათ, მაგრამ მე ვარწმუნებ მათ, ამ დარწმუნებაში გაფრთხილებაცაა, არც კი გაივლონ თავში მსგავსი რამ”, – თქვა წალენჯიხის არჩეულმა მერმა, გიორგი ხარჩილავამ. 

“ლელოს” წევრი, თამარ კორძაია ამბობს, რომ ხმებით ვაჭრობა მიმდინარეობს და ხელისუფლებას ყველა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელთან მოლაპარაკება აქვს, რომ მათთან ალიანსში შევიდნენ.